საგარეო უწყება - ავსტრიაში, ირლანდიასა და ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებმა ეკონომიკის, ტურიზმის და ბიზნეს სფეროში საქართველოდ დიდ პოტენციალზე ისაუბრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 02 ოქტომბერი 2022, 16:28

პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საპატიო კონსულებმა საქართველოს მიმზიდველ გარემოს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულის მენი ბენიშის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ჩვენი მიზანია საქართველოში კიდევ უფრო მეტი ივნესტიციების მოზიდვა ისეთ სფეროებში როგორიც არის ეკონომიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, რათა კიდევ უფრო მეტმა ინვესტორმა წამოიწყოს ბიზნესი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დღეს შესანიშნავად მომზადებული ინფორმაცია მოვისმინეთ. მე პირადად საქართველოს სხვადასხვა სექტორში უკვე მაქვს ჩადებული ინვესტიციები“, - განაცხადა მენი ბენიშნმა.

ისრაელის საპატიო კონსულის თქმით, საქართველოს ისრაელიდან ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ორ ქვეყანას მაღალი დონის მეგობრობა აკავშირებს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ავსტრიაში საქართველოს საპატიო კონსულის გუნთერ კარლ ბონის განცხადებით, საქართველო და ავსტრია წარმატებით თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი და კულტურა. ორი ქვეყანა აქტიურად მუშაობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებაზეც. გუნთერ კარლ ბონის თქმით, ავსტრიაში საქართველოს საპატიო საკონსულო შესანიშნავად თანამშრომლობს ვენაში საქართველოს საელჩოსთან.

საქართველოსა და ირლანდიას შორის მტკიცე პოლიტიკურ და ბიზნეს ურთიერთობზე ისაუბრა ირლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულმა ჯეიმს ჯუდ ბრიჯმენი. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარებისთვის ისეთ სფეროებში , როგორიც არის ტექნოლოგიები, ტურიზმი თუ სოფლის მეურნეობა.

„საქართველოსთან ჩვენ გვავქვს ძალიან მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები. საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს შექმნის პროექტს ირლანდიაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზურაბაშვილი და მე ვხელმძღვანელობთ. ბიზნეს საბჭო გასულ წელს შეიქმნა და ჩვენ დიდ ხელშეწყობას და მტკიცე მხარდაჭერას ვგძნობთ როგორც ირალნდიის, ასევე საქართველოს მთავრობისგან ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით“, - განაცხადა ჯეიმს ბრიჯმენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი