პეტერ ფიშერი - გერმანია ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 03 ოქტომბერი 2022, 20:56

გერმანია ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ქართველი მეგობარი შეიკრიბა აქ. გერმანია იმუშავებს ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში. ის, რისი გაკეთებაც გვჭირდება, არის ბევრი კონკრეტული პროექტი პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული პროექტები. ეს არის გზა ევროპისკენ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

რაც შეეხება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ კითხვას, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა პროგრესის შეფასება.

„მთავრობასა და პარლამენტს აქვთ ძალიან ამბიციური საკანონმდებლო დღის წესრიგი, თუმცა ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური, თუმცა რაც მთავარია, შედეგი უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით დღეს მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი