თსუ - უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე სამართალდამცავ სტრუქტურებს თავად უნივერსიტეტმა 2022 წლის მარტში მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 06 ოქტომბერი 2022, 00:14

თსუ-ში აცხადებენ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე სამართალდამცავ სტრუქტურებს თავად უნივერსიტეტმა 2022 წლის მარტში მიმართა.

როგორც უნივერისტეტი განმარტავს, თსუ შიდა აუდიტის სამსახურმა სავარაუდო ფინანსური დარღვევების შესახებ მოკვლევა 2021 წლის დეკემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტმა შესაძლო დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

„შიდა აუდიტმა რამდენიმე წლის დოკუმენტაცია შეისწავლა და ვინაიდან დარღვევები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკითხის მოკვლევა/რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა”, - აცხადებენ თსუ-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, სმსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
არქივი