სოზარ სუბარი: არ უნდა წყვეტდეს რომელიმე ქვეყნის ელჩი, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 06 ოქტომბერი 2022, 00:17

ნებისმიერი პარტნიორობისთვის და მით უმეტეს, საქართველოსთვის ძირის გამოთხრა არის ის, როცა ვიღაც ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას და ამაზე როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს, ასე იყო, გვაქვს ძალიან კონკრეტული ფაქტები. იმაზე მეტს, რაც უკვე ნათქვამი გვაქვს, აღარ ვიტყვით, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანანს, რომელმაც თქვა, რომ „ხალხის ძალის“ წევრები აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

„არ უნდა წყვეტდეს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რა კანონს და როგორ კანონს მიიღებს საქართველო. როდესაც ლაპარაკია იგივე უკრაინის კანონზე - დეოლიგარქიზაციაზე, რომელიც არის მსოფლიოში ერთადერთი კანონი, რომელმაც ძალიან მაღალი მოწონება დაიმსახურა ევროკავშირისგან, ევროკავშირის ექსპერტებისგან, ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან. ბრიტანეთის ელჩი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში მიესალმნენ და თქვეს, რომ ეს არის კარგი კანონი. კეთილი უნდა ინებოს ქალბატონმა კელი დეგნანმა და განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, რა არ მოსწონს. ეს არის ის უხეში ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, რომელიც დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის“, - აცხადებს სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ, მათი ნაწილი პოლიციელებს ესროდა ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას - ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა
რატი იონათამიშვილი - ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
არქივი