ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა. როდესაც ადამიანი აძლევს ხმას კონკრეტულ მთავრობას, იმ კონკრეტულმა მთავრობამ უნდა მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ ლიდერმა სახალხო მოძრაობის შემდგომ გეგმებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება გაძლიერებას და გაფართოებას, ეს მხოლოდ დასაწყისია. უკვე ვთქვით, რომ შემდეგი ეტაპი იქნება და ძალიან მალე. მიზანი გვაქვს, რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გვყავდეს წარმომადგენლები და ახლა სწორედ ამ თემაზე ვმუშაობთ. გამოხმაურება გვაქვს ძალიან დიდი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის გასაგები აღმოჩნდა ის, რასაც ვამბობთ და არა მხოლოდ გასაგები, არამედ აბსოლუტურად მისაღები“, - განაცხადა სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |