რას უპასუხებთ, როდესაც დრო გავა და შვილიშვილები გკითხავენ, რატომ ვერ შეთანხმდით მაშინ, როდესაც ამის შანსი არსებობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 18 ნოემბერი 2022, 15:20

მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა - შეიძლება, მე ვიყო გასაღები იმის, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ის იყოს კონსენსუსის გასაღები.

„მინდა გთხოვთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერს გუნდთან ერთად, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. არა იმის გამო, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს“,- აღნიშნავს ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, როდესაც დრო გავა შვილიშვილები მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვებს დაუსვამენ.

„როდესაც დრო გავა და გკითხავენ, რატომ ვერ შეთანხმდით მაშინ, როდესაც ამის შანსი არსებობდა? რა დაუძლეველი ბარიერი იყო ასეთი, 10 წელი იყავით ხელისუფლებაში, 10 წელი იყვნენ ისინი, 10 წელი ურტყამდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და რით ვერ გალახეთ ესენი ისე, რომ იმ მომენტშიც ვერ დაიკმაყოფილეთ ოპონენტზე ძალმომრეობის შეგრძნება, როდესაც ქვეყნის მომავალი იდო სასწორზე - ეს კითხვები აუცილებლად დაისმება, მათ შორის ოპოზიციაშიც“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი „შავ ფულზე“: უნდათ, რომ საქართველოში პროცესები მართონ რადიკალურად. ეს არის გაშიფრული სცენარი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას, რომ იყოს შეიარაღებული
ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე
გია აბაშიძე - თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
არქივი