ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარულ წევრად აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 22 ნოემბერი 2022, 13:25

მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარულ წევრად აირჩიეს.

„მსოფლიო პროფკავშირებს ჰყავს ახალი გენერალური მდივანი, რომლის საარჩევნო კამპანიაში, წარდგენაში, არჩევაში დიდი წვლილი მიგვიძღვის. ვულოცავ ლუკა ვისენტინის. ასევე, გვყავს ახალი გუნდი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება წარმოდგენილია ყველა დონეზე, როგორც მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად, ისე, გენერალურ საბჭოში, აღმასრულებელ კომიტეტში, იმ რვა „ტიტულარულ წევრში“ ევროპიდან, რომელიც მსოფლიო პროფკავშირებს მართავს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მშრომელებს ექნებათ წვდომა და სარგებლობის საშუალება იმ საქმიანობით, რასაც მსოფლიო პროფკავშირები ეწევა დასაქმებულთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ამასთან, კონგრესზე, მსოფლიო პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრად გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი.

მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესი ,,ახალი სოციალური კონტრაქტი ყველასთვის“ ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს და დღეს სრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი