კახა კალაძე - ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებაზე, ჩვენზე არაა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 24 ნოემბერი 2022, 18:00

ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

“ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო. თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ვიცით ვისზეა დამოკიდებული და ისიც გვახსოვს, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა ამას. ვისმენდით მხოლოდ გაურკვეველ განმარტებებს, რომ თითქოს ადგილმდებარეობას გვიწუნებდნენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას და განაცხადა, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს”.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
კახა კალაძე რეზოლუციაზე: იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
არქივი