ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ილია დარჩიაშვილთან, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, რადგან ჩვენ ვართ ერთ გზაზე, გვაქვს საერთო ევროპული მისწრაფებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 24 ნოემბერი 2022, 19:48

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის იგორ გროსუს განცხადებით, ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, რა დროსაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რადგან საქართველო და მოლდოვა არიან ერთ გზაზე, აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები.

„ვიცით, რომ მოლდოვას აქვს ცხრა პირობა, საქართველოს კი – 12. ასე რომ, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, როგორ უზრუნველვყოფთ პროგრესს ამ გზაზე“, – აღნიშნა იგორ გროსუმ.

იგორ გროსუს განმარტებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და არსებულ საფრთხეებს.

„ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე, იმ უზარმაზარ ზარალზე, რაც ამ ომს აქვს ჩვენს ქვეყნებზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. ვისაუბრეთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებზე. გუშინ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგია მასშტაბურად გამოირთო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების გამო“, – აღნიშნა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის საკანონმდებლო ჩარჩო.

„ახლახანს გვქონდა წარმატება ამ კუთხით. გუშინ მოლდოვის რესპუბლიკამ დაიბრუნა სახელმწიფო ქონება, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი. ის უკანონოდ იყო მითვისებული იმ პიროვნების მიერ, რომელიც ხვდებოდა ოლიგარქის კატეგორიაში. სამართლიანობა აღდგა. უკრაინის კანონი შეიძლება, სასარგებლო იყოს, უნდა შევისწავლოთ, რას გვთავაზობს, მაგრამ ჩვენი დასკვნით, მხოლოდ კანონის გათვალისწინება არ არის საკმარისი. საჭიროა სხვა კანონების ცვლილება, რომ მივიღოთ ეფექტი“, – აღნიშნა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი