ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 24 ნოემბერი 2022, 20:53

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ახალ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდეს. მათი განცხადებით, ეს მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ,

„ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და არაადამიანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი