გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 24 ნოემბერი 2022, 21:17

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება, რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საკრებულოს ცნობით, საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საბჭო აქტიურად ერთვება ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში, რათა სახელმწიფოს მხრიდან დაცვა გაძლიერდეს და ძალადობის დროული პრევენცია მოხდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
არქივი