მოლდოვაში ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ გავწიოთ ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 24 ნოემბერი 2022, 21:20

ილია დარჩიაშვილის თქმით, მისი მოლდოვაში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში ახალი იმპულსს შემოტანაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიშინეუში გამართულ შეხვედრებზე მან მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის პროცესში მეტ კოორდინაციაზე ისაუბრა.

„ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა გვქონდეს უფრო მეტი კოორდინაცია, როგორ გავწიოთ ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია. როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას, განსაზღვრული აქვს კონკრეტული პრიორიტეტები, მიღებული აქვს რეკომენდაციები ევროპისგან და ამ მიმართულებითაც ძალიან მჭიდრო კოორდინაცია გვექნება. როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი. მომავალ წელს გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც თავის მნიშვნელოვან იმპულსებს მოიტანს ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით მოლდოვაში დასრულდა. ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუს, მოლდოის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას და პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი