საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ დამოუკიდებლობის დაცვასა და თავდაცვის გაძლიერებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 25 ნოემბერი 2022, 15:00

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალი ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

„ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე სასწრაფო საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი დახმარება. ასევე შეხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი არის რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით. ასე რომ, შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვის უნარი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ალიანსი გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას.

„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება და ის ამაზე უფრო მეტი სისასტიკით პასუხობს – ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული სარაკეტო იერიშების ტალღებით, უკრაინელებს ართმევს სითბოს, სინათლეს და საკვებს. უკრაინისთვის ეს ზამთრის საშინელი დასაწყისია. ეს ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელ მსოფლიოსთვის, ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად.

დიახ, ჩვენ ყველანი ვიხდით საფასურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის. მაგრამ საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფული, მაშინ როცა უკრაინელები იხდიან სისხლით. და თუ პუტინს გავამარჯვებინებთ, ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად დიდ საფასურს მომავალი წლების განმავლობაში. პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები თუ დაინახავენ, რომ ძალის გამოყენება დაჯილდოებულია, ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ჩვენს სამყაროს უფრო საშიშს გახდის, ყველა ჩვენგანი კი, უფრო დაუცველი იქნება. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი