93
25 ნოემბერი 2022, 16:28

ამ ეტაპზე, წავკისში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საავტომობილო გზა კაპიტალურად შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
აღნიშნულ ქუჩაზე, გამგეობასთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“ მუშაობს, რომელიც წყლის სისტემას 1000 გრძივ მეტრზე მოაწყობს. ასევე, დამონტაჟდება საკომუნიკაციო ჭები და გაიწმინდება სანიაღვრე არხი.
აღმაშენებლის ქუჩის პროექტისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარია განსაზღვრული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |