სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ჩვენი ყასაბის“ ობიექტზე გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი და ხორცპროდუქტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 25 ნოემბერი 2022, 16:35

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, - ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. N198, (ს/კ 406221501).

„სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით).

აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5 000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი