ევროპარლამენტს ჩვენს მიმართ ნაკლები სიყვარული აქვს, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ნაკლები სურვილი გვაქვს, გავითვალისწინოთ ის, რაც იქ ხდება და გულთან ახლოს მივიტანოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 28 ნოემბერი 2022, 09:32

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს, იურიდიულად სავალდებულო არ არის, მოსკოვს ასეთი გადაწყვეტილებები გულთან ახლოს არ მიაქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ევროპარლამენტი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავის მუშაობას ემოციებზე, ემოციურ მიდგომაზე აფუძნებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო წლებში ევროპარლამენტს ჩვენს მიმართ ნაკლები სიყვარული აქვს, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ნაკლები სურვილი გვაქვს, გავითვალისწინოთ ის, რაც იქ ხდება და გულთან ახლოს მივიტანოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ევროპარლამენტში პროფესიონალიზმის დიდ ნაკლებობას ხედავს.

„რუსეთის მიმართ უხეში რუსოფობია და სიძულვილი ტრიალებს. ამას არავითარი იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ასე უნდა მოექცნენ მას. ვხედავთ პროფესიული მიდგომისა და პროფესიონალიზმის დიდ ნაკლებობას ევროპარლამენტში. ემოციები კი ისეთი ცვალებადი რამაა. დღეს რუსოფობიურია, ხვალ სხვა იქნება", - აღნიშნა პესკოვმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობას, მუქარასა და იძულებაში ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მათ კარიერულ ზრდას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას
არქივი