ცხრამუხის მონასტერში.მომხდარ დანაშაულებში ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 28 ნოემბერი 2022, 11:34

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

„წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ“, - განაცხადა საზოგადოებრივმა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“.

სასამართლო პროცესი 16.00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბერს მოხდა, სამართალდამცავებმა ორი პირი 26 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჟოზეფ ბორელი: არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან
ეკა სეფაშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს
დავით მათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: რევოლუცია უნდათ? ზღვარსგადასული აგრესია და ბოღმა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაგროვილი, კიდევ ერთხელ გადმოანთხია ქადაგიძემ
ეკა სეფაშვილი ოპოზიციას: არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!
არქივი