გაუგებარია, რა შუაშია ზურაბ ჭიაბერაშვილი თავმჯდომარის არჩევნებთან. მან პარტია დატოვა ექვსი წლის წინ, საკმაოდ ხმაურიანი განცხადებით და მაშინ ძალიან დიდი როლი შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 28 ნოემბერი 2022, 12:42

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წლის წინ, ხმაურიანი განცხადებით დატოვა და მაშინ დიდი როლი შეასრულა პარტიის დასუსტებაში.

წითლიძის თქმით, გაუგებარია ახლა მისი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„გაუგებარია, რა შუაშია ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტია დატოვა ექვსი წლის წინ, საკმაოდ ხმაურიანი განცხადებით და მაშინ ძალიან დიდი როლი შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში. შესაბამისად, გაუგებარია ახლა მისი პოზიცია. მეორე, ვისურვებდი, ვიდრე ამას ასე გააჟღერებდა ბატონი ჭიაბერაშვილი და ტელევიზიით გაგვავებინებდა პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს, იქნებ, ჯერ პარტიაში მოსულიყო, ეღიარებინა, რომ 2016 წელს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა პარტიიდან რომ წავიდა, პარტიის წევრების აზრი მოესმინა. დარწმუნებული ვარ, პარტიის წევრების აზრი რომ მოესმინა, მაშინ თავშიც არ გაივლებდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა ის, როგორ იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებულად სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პირთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცეს „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის საყრდენად.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, „რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს პოლიტიკური დისკუსიის და არა „ტალახის სროლის“ რეჟიმში

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად
კახა კალაძე - მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
არქივი