საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 02 დეკემბერი 2022, 20:45

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის მეგობრობის ჯგუფთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია და ეს არის სწორედ მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა საქართველოს პროგრესისა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანული მხრისგან გამოითქვა მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი და მომავალი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური.

„ბევრისგან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო შეცდომა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები. რაც შეეხება გადაწყვეტილების პოლიტიკურ ნაწილს, ვფიქრობ, რომ შემდეგში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
შალვა პაპუაშვილი - ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს
ზაალ ანჯაფარიძე: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს
გიორგი კახიანი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო სახალხო განხილვები და ამ განხილვების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გავიგოთ
არქივი