ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ელჩი იცნობს და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 02 დეკემბერი 2022, 21:21
 ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს გავრცელებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს.

მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები ამოწურულია და ეს თემა შემდგომ განხილვას აღარ იმსახურებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩის დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ
პრემიერი - სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე - მისი მიზანია საბოტაჟი, არჩევნებს შეექმნას საფრთხე, თუმცა ამას ვერ მიაღწევს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ
ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
არქივი