შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 05 დეკემბერი 2022, 09:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან.

პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.

შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება
მამუკა მდინარაძე: ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ, ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ!
მამუკა მდინარაძე ნაირა გელაშვილს: თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში
ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლეთში გარკვეული წრეები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას რომ დაუპირისპირდნენ, ოპოზიციისთვის ეს გახდა შანსი, როგორმე ქულები დაიწერონ
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
არქივი