პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 05 დეკემბერი 2022, 10:38

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.

ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.

,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია.

იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ: თუკი საფრანგეთს სურს დაცვა, ჩვენ მით უმეტეს, ასჯერ მეტად გვჭირდება დაცვა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება
სოზარ სუბარი: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, პიროსის გამარჯვება და საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი
თეა ახვლედიანი: ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე
დავით ქართველიშვილი: უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამომცემლობა „Инсайдер UA“-მ მოიყვანა საინტერესო მონაცემები: 2023 წელს ქვეყნის კაზინოებში უკრაინელებმა წააგეს 400 მილიონი გრივნა
ზელენსკი: უახლოეს თვეებში რუსეთი დიდ შეტევას დაიწყებს
არქივი