პოლონეთში საქართველოს ელჩი - პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას და და იმედი მაქვს, ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 05 დეკემბერი 2022, 12:38

პოლონეთში საქართველოს ელჩი ზურაბ ბერიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები. მისი თქმით, პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ასეთი პოზიცია.

„საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ვარშავაში შეხვედრა ექნება პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. რასაკვირველია, განხილული იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, პოლონეთის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია. პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია“, – აღნიშნა ბერიძემ.

ელჩის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

„გაიმართება პარაკლისი, იქნება შეხვედრები და გამოსვლები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. ასევე გათვალისწინებულია მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სადაც დაესწრებიან კრაკოვის რეგიონის ოფიციალური პირები.

პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. პრეზიდენტ დუდას განცხადებებში ეს მხარდაჭერა ყოველთვის გამოკვეთილია და ნათელი“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი