მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის განსასჯელია, თუ ვინ როგორ პოზიციონირებდა იმ პროცესში, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 06 დეკემბერი 2022, 18:35

ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის განსასჯელია, თუ ვინ როგორ პოზიციონირებდა იმ პროცესში, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებთან. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამომრჩეველი შემდგომ დააკისრებს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელიც ამ პროცესში ჩართულია კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„იმ საკითხებისა და მუშაობის შეფასებას, რასაც საქართველო ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ევროკომისია მომავალ წელს განახორციელებს. ევროკავშირისგან ეს უკვე არაერთხელ მოვისმინეთ და საქართველოს პროგრესის შეფასება მოხდება მომავალ წელს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც შეფასდებიან კანდიდატი ქვეყნები და მათ შორის იქნება საქართველოს შეფასებაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა ეს არის ევროკომისიის პრეროგატივა, რომ განახორციელოს შეფასება იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს მისცა. ეს პროცესი მიმდინარეობს ინკლუზიურად, ალბათ ჩვენ უნდა დავაფასოთ პირველ რიგში, იმ პარტიების, პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული რეკომენდაციების შესრულების პირველი დღიდან. თუკი ვინმე არაა ჩართული ამ პროცესში, არიან ასეთი პარტიებიც პარლამენტში, რომლებმაც უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ისინი არიან წარმოდგენილები კომიტეტებში. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი არ არის ინკლუზიური. თუ როგორ პოზიციონირებენ პოლიტიკოსები ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და შემდგომ ეს ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის განსასჯელია, თუ ვინ როგორ პოზიციონირებდა სწორედ იმ პროცესში, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს ევროკავშირის გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამომრჩეველი შემდგომ დააკისრებს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელიც ამ პროცესში კეთილსინდისიერად არის ან - არა ჩართული “,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი