რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება როგორც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარების, ასევე ოპოზიციის გაძლიერებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 19 იანვარი 2023, 00:35

თუ რადიკალური ოპოზიცია დასუსტდება, ეს გააძლიერებს ოპოზიციას, როგორც ასეთს. ეს მისცემს ჯანსაღ პოლიტიკურ სუბიექტებს თავის დამკვიდრების საშუალებას, ამიტომ რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება როგორც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარების, ასევე ოპოზიციის გაძლიერებისთვის. დღეს ოპოზიცია არის სუსტი, რადგან ამ ოპოზიციის შიგნით მძლავრობენ რადიკალური ძალები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE’’-ის ეთერში განაცხადა.

„ამ ეტაპზე რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის გასახლეჩად არ სცალია - საკუთარი პარტია აქვთ გასახლეჩი. მიმდინარეობს შიდაპარტიული დაპირისპირება და ერთმანეთს აბრალებენ არჩევნების გაყალბებას, ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ინციდენტებს. ეს კარგია, რადგან სჯობს ისინი კონცენტრირებული იყვნენ არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პარტიის გახლეჩის მცდელობაზე.

ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასუსტება, რადგან ეს არის ერთადერთი გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებას და შესაბამისად სიმშვიდის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის მსურველი ოთხი კანდიდატია: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით კირკიტაძე: ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩეთში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს
ალექსანდრე დარახველიძე: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება
გივი ჩხარტიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები
მიხეილ დუნდუა: 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა
არქივი