2027 წელს საქართველო პირველად გადასცდება 10 0000 დოლარიან ნიშნულს, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის სათანადო დონე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 19 იანვარი 2023, 10:02
„სავალუტო ფონდს, ჩვენს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას აქვს ძალიან დადებითი პროგნოზი. მომდევნო წლების განმავლობაში 5-დან 7 პროცენტამდე თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, ეს მისცემს ქვეყანას და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. 

 როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია. მისივე თქმით, 10 000-დოლარიან ნიშნულს გადასცდება საქართველო 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. 

 „პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი. არსებობს როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ზაფხულში ინფლაცია უკვე სტაბილურდება, ჩამოდის 4 პროცენტზე ქვემოთ და ესეც არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია, 10 პროცენტი იყო დაახლოებით ინფლაცია გასულ წელს, რაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ, ერთ-ერთი სომხეთი იყო, სადაც ოდნავ ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. ყველა სხვა ქვეყანა რომ ავიღოთ, მოლდოვაში 30 პროცენტზე მეტი იყო, უკრაინაზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, თურქეთში თუ არ ვცდები 60 პროცენტზე მეტი იყო ინფლაცია და იგივე ხდებოდა მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით. 

ევროკავშირში მთლიანად იყო საქართველოზე უფრო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. როცა მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ბუნებრივია საქართველოში შეუძლებელია დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. მაგრამ, შარშან იყო ასეთი ვითარება. წელს თანდათანობით ხდება ინფლაციის დასტაბილურება და ზაფხულში უკვე რაციონალურ მაჩვენებლამდე ჩამოვდივართ. ეს არის 4 პროცენტზე ნაკლები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ასევე საგარეო ვალის შემცირების საშუალება და ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი. 60 პროცენტს გადააჭარბა საგარეო ვალმა და 40 პროცენტს ჩამოსცდება უკვე ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით. მთლიანობაში არის ძალიან დადებითი ტრენდი, მთავარია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეს მაღალი ტემპი შენარჩუნდება. სწორედ სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომლის მიხედვითაც, 2027 წელს საქართველო პირველად გადასცდება 10 0000 დოლარიან ნიშნულს. ეს არის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, დღეისათვის გვაქვს 6 800 დოლარი. იყო 4250 დოლარი 2 წლის წინ და შარშანდელი წელი უკვე დავასრულეთ 6800 დოლარით, რაც არის ძალიან დიდი ზრდა. 10 000 დოლარს გადასცდება 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნოთ, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის სათანადო დონე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან - უკვე ვიცით, რომ გარდაუვალია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე
ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
არქივი