ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 19 იანვარი 2023, 13:45

ძალიან განვიცდით რაც ხდება უკრაინაში, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელებს, უკრაინელ ხალხს, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა და ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც კასიანოვმა აღნიშნა: „გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირი იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ, როგორ უნდა გვესიამოვნოს ის, რაც ხდება უკრაინაში, კატასტროფა ხდება ხომ, ომი და უბედურება მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, ინგრევა ქალაქები, ინგრევა სოფლები, კატასტროფა ხდება, ძალიან უმძიმესია და ძალიან განვიცდით რაც ხდება უკრაინაში, შესაბამისად, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელებს, უკრაინელ ხალხს და გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“ - საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
არქივი