რუმინეთის ელჩი - რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 24 იანვარი 2023, 17:37

რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველო მუშაობს, თავის მოსაზრებას წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

„საქართველო მუშაობს ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ვიცი, რომ არის წარდგენილი რამდენიმე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში. ევროკომისია თავის მოსაზრებას წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ასევე იქნება რამდენიმე შუალედური ანგარიში. რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება. გადაწყვეტილება 27 ქვეყნის კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. რუმინეთის პოზიციაა, რომ საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა რუმინეთის ელჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
არქივი