რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, თავისი მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 24 იანვარი 2023, 17:42

რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, თავისი მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის ფრენების საკითხი ყოველთვის პოლიტიკური იარაღი იყო და ამჯერადაც, ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს.

„საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით ის პინკ-პონკი დანაშაულად მიმაჩნია, რასაც კობახიძე და ლავროვი თამაშობენ, ანუ, ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით. ეს ყველაფერი დანაშაულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რადგან რუსეთისთვის ფრენების საკითხი ყოველთვის პოლიტიკური იარაღი იყო. 2001 წელს, როცა რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, ბევრი ჩვენგანი სტუდენტები ან პატარა ბავშვები ვიყავით და შეიძლება, მეხსიერება გვღალატობს და ყველაფერი აღარ გვახსოვს. რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, თავისი მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს. ფრენების აღდგენას რა პოლიტიკური ფასი აქვს? – ეს ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. რუსეთი შეეცდება, სატყუარები დაგვიკიდოს, თითქოს პროგრესის მიღწევა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, თუმცა ყველა ის დეტალი წავიკითხოთ, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში გავიარეთ. დავინახავთ, რომ მათი მხრიდან ქმედებები ზუსტად ისეთივეა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ფრენების აღდგენისა და სანქციების მოხსნის გზავნილებს აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და ნიშნავს იმას, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან, უკრაინასთან და ნატო-სთან პარტნიორობა აირჩიოს.

ფრენების აღდგენას პოლიტიკური ფასი აქვს. თუ რუსეთი სანქციებს გვიხსნის, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება, რაა? – გარიგება და თუ ამის მონაწილეა საქართველო, ის დაკარგავს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ამიტომ უნდა რუსეთს, კობახიძესა და ივანიშვილს, რომ აღადგინონ ეს ფრენები, რომ საბოლოო უარი მივიღოთ. ისინი ზურგს უკან ერთმანეთს ელაპარაკებიან და კონკრეტული შეთანხმებები აქვთ – ლავროვი ამბობს, კობახიძე პასუხობს, კობახიძე ამბობს, გავრილოვი პასუხობს და ა.შ. ასე თამაშობენ ერთმანეთს შორის. ნუთუ, ეს არ არის თვალსაჩინო? ფრენების აღდგენა და სანქციების მოხსნა ზუსტად ეს პოლიტიკური გზავნილია, ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან, უკრაინასთან და ნატო-სთან პარტნიორობა აირჩიოს. მტერთან ურთიერთობების დალაგება არ არის შესაძლებელი, მტერთან უნდა იყო ფრთხილად და მკაფიოდ მოქმედებდე – არა ის, რომ დაუწვე და რაც უნდა ის გააკეთებინო. დღეს ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია სანქცირებულია და როგორ წარმოგიდგენიათ, სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენა საქართველოში?“ – განაცხადა ვაშაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მათ კარიერულ ზრდას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას
ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის რომ იბრძვიან, სწორედ ეს არის საზოგადოების პასუხი მათ რადიკალიზმზე
არქივი