ბაჩო დოლიძე: კარგად გადაამოწმოს აუდიტის სამსახურმა, ლევან ბეჟაშვილის დახმარებით, არის თუ არა ნიკა მელიას სახელზე აღნიშნული ავტომობილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 24 იანვარი 2023, 17:45

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ჩართვა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ავტომანქანის მოკვლევასთან დაკავშირებით, პროცესებს უფრო საინტერესოს ხდის.

ბაჩო დოლიძე დარწმუნებულია, რომ აუდიტის სამსახურს აქტიურად დაეხმარება ლევან ბეჟაშვილიც, რომელმაც პირველმა გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების დროს ნიკა მელიამ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის.

"უფრო საინტერესოს ხდის მოვლენებს აუდიტის სამსახურიც თუ ჩაერთო. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევან ბეჟაშვილიც აქტიურად ითანამშრომლებს აუდიტის სამსახურთან. როგორც ჩანს, ალბათ დამატებით ინფორმაციებს მიაწვდის. იმაზე დაბლა დადიან, ვიდრე შესაძლებელი იყო. საჩუქრად არავის არაფერი მიუღია. ნიკა მელიას, მის ოჯახს მანქანები ნამდვილად არ უკვირს, შესაბამისად, კარგად გადაამოწმოს აუდიტის სამსახურმა აგერ ლევან ბეჟაშვილის დახმარებით, არის თუ არა ნიკა მელიას სახელზე აღნიშნული ავტომობილი. მისი ადგილმდებარეობა იცით სადაც არის. ეს არის პარტიის პარკინგი“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის, რასაც მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სჭირდებოდა დაცვა და, შესაბამისად, დამატებითი ავტომობილი. მელია წერს, რომ დაცვას ოჯახის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი გადასცა, თავად კი პარტიის ავტომობილით სარგებლობდა, რომელიც კობა ნაყოფიას თხოვნით „ნაცმოძრაობას“ ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა.

„ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“, - წერს მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი