არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ევროპაა და ნამდვილად არ ვაპირებთ, შევიცვალოთ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 25 იანვარი 2023, 13:45
სამწუხაროდ, პირველი არ არის, როდესაც ვისმენთ ბატონი კასიანოვის საყვედურიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას გავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, ახალი ელჩი როდესაც შეუდგება საქმიანობას, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და თავის მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მთავარია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის დასრულდეს უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით და უკრაინამ თავისი მშვიდობიანი მომავლის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.

„ნებისმიერი ასეთი განცხადება არ ემსახურება მიზანს და ძალიან ბევრი გაურკვევლობა შემოაქვს ნებისმიერ ასეთ განცხადებას უკრაინის მეგობრებს შორის, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა დღეს ომშია და გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული განცხადებები თუ გადაწყვეტილებები არ იყოს მთლად თანხვედრაში საერთო ინტერესებთან, რომელიც არსებობს ევროპაში, რომელიც არსებობს თუნდაც საქართველოსა და უკრაინის დამოკიდებულებაში. სხვათაშორის არაერთი საყვედურიანი განცხადება ისმის სხვა ევროპული სახელმწიფოების მიმართაც, ამიტომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ევროპაა და ამის გამო, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შევიცვალოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად
კახა კალაძე - მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს
არქივი