ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: ჩემი გადმოსახედიდან პოპულისტური განცხადებებია და ეს ყველაფერი სადღეგრძელოებს ემსგავსება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 25 იანვარი 2023, 14:25

უბრალოდ მეღიმება იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ, განცხადებებს და ლოზუნგებს არაფერი მოჰყვება ხოლმე, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ საჭიროა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან.

„რაღაცნაირად ემსგავსება ეს ყველაფერი უფრო სადღეგრძელოებს და ლოზუნგებს. დანარჩენი განმარტებები მოსთხოვეთ თვითონ ავტორებს. უბრალოდ მეღიმება იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ, განცხადებებს და ლოზუნგებს არაფერი აღარ მოჰყვება ხოლმე და როგორც წესი, განცხადება განცხადებისთვის კეთდება. ჩემი გადმოსახედიდან პოპულისტური განცხადებებია ეს ყველაფერი, რადგან ერთია განაცხადო და მეორე - ვინ რას და როგორ აკეთებს. მე ჯერ არ დამინახავს ალტერნატიული გზები“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი