გიორგი კირთაძე „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივნად წარდგენაზე: ბუნებრივია, გამარჯვებული კანდიდატი წარმოადგენს გუნდს, რომლითაც აპირებს პარტიის მართვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 25 იანვარი 2023, 14:58

არანაირ თანამდებობების გადანაწილებაზე აქ არ არის საუბარი. ბუნებრივია, გამარჯვებული კანდიდატი წარმოადგენს გუნდს, რომლითაც აპირებს პარტიის მართვას, - ამის შესახებ გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გახდება.

„ჩემთვის დიდი პატივია ის თანამდებობა, რომელიც ნიკა მელიამ და მეგობრებმა შემომთავაზეს. ახლა მართლა არ არის შიდა დაპირისპირებების დრო, არათუ ზოგადად ოპოზიციაში, არც პარტიის შიგნით“, - აცხადებს კირთაძე.

ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე წარადგინა. ახლა ამ პოსტს პეტრე ცისკარიძე იკავებს. პარტიაში თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არჩევნები კვირის ბოლოს გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი