რატი იონათამიშვილი: რუსეთი რომ გაააქტიურებდა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულო ომის გზებს, ეს ცხადია მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ ჩაჯდებოდა ბატონი კასიანოვი, ეს ცოტა უცნაურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 25 იანვარი 2023, 15:04

რუსეთი რომ გაააქტიურებდა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულო ომის გზებს, ეს ცხადია მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ ჩაჯდებოდა ბატონი კასიანოვი, ცხადია, ეს ცოტა უცნაურია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ უკრაინას მაგალითად ბელარუსიდან არ ჰყავს ელჩი გამოწვეული და ეს კიდევ უფრო გაუგებარია. ასევე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველო არის ღირსებით სავსე ქვეყანა და არავის აქვს უფლება, ასე გვესაუბროს - ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი ჰყავს დამარცხებული როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასობრივად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი