მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უკრაინას „აბრამსის“ ტანკები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 25 იანვარი 2023, 22:56

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას „M1 აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის თქმით, „აბრამსების“ მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის დამარცხებისთვის.

„მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უკრაინას „აბრამსის“ ტანკები. მადლობა ამერიკელ ხალხს ხელმძღვანელობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსული აგრესიის დამარცხებისკენ. ახლა თავისუფალი სამყარო უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე საერთო მიზნის, უკრაინის დამპყრობლებისგან გათავისუფლებისთვის“, – წერს ზელენსკი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი