110
28 იანვარი 2023, 14:43

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლისა და გაქრობის პროცესი გარდაუვალია.
„ნაციონალური მოძრაობას“ ზნე არ შეუცვლია არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო და არც მერე, როდესაც ოპოზიციაშია და ცხადია, ვერც ეს არჩევნები შეცვლის. იმ ზნეს, რაც ამ პარტიას გააჩნია. ერთადერთი მხოლოდ აჩქარებს ამ პარტიის დაშლისა და გაქრობის პროცესს, რაც არის დამსახურებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |