მთავარია, ჩვენ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია შევასრულოთ და ამ რეკომენდაციების შესრულებაში გვქონდეს იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც მეტნაკლებად კონსტრუქციულად უდგება ამ საკითხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 31 იანვარი 2023, 13:16
ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ისიც იციან, რომ არის რადიკალური ნაწილი. ხაბეიშვილის არჩევით, ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო რადიკალური გახდება, თუ კიდევ უფრო კომიკური, მალე გამოჩნდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„მთავარია, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია შევასრულოთ და ამ რეკომენდაციების შესრულებაში გვქონდეს იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც მეტნაკლებად კონსტრუქციულად უდგება ამ საკითხს. თუ ეს მოცემულობა იქნება, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ და პირადადაც ბევრჯერ მომისმენია ევროკავშირის მხრიდან, რომ დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულება პოლარიზაციის შემცირებას და ამ პუნქტის შესრულებას ნიშნავს. ეს არის მოცემულობა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი