რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის, ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 31 იანვარი 2023, 13:24

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის, შეუძლებელი იყო, მას არ მოეგო - თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

„რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის. ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია. დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ნახეთ, ისინი როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დრო რას კადრულობდნენ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც პარტიაში საკუთარი გუნდის წევრებს წერენ. ეს გააკეთეს მელიასთან მიმართებაში. ეს მათი საქმეა. თუმცა, ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი-მერაბიშვილი არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
არქივი