ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 31 იანვარი 2023, 14:14

ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში 11 000 კვ. მ-ზე განხორციელდა. აქედან 5000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა.

„თბილისში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა. შეგეძლოთ ფოტოებზე გენახათ, რა ხდებოდა აქ. ჩვეულებრივი 90-იანი წლები - სკვერი მიგდებული, ყველანაირად გაუბედურებული იყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სარწყავი სისტემა, დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი, ღამის განათებები დამონტაჟდა და ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს და გვინდა, ასეთი პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.

კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6300 კვ.მ-ზე ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრ*** რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო
თეა ახვლედიანი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ექვსი ოპოზიციური პარტიის ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები
არქივი