პროფკავშირები სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების არსებობას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 03 თებერვალი 2023, 22:04
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სპეციფიკური სამუშაოების მქონე დარგების შემცირებას მიესალმება და ამბობს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში მუშაობის ორი რეჟიმი არსებობდეს. პროფკავშირების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ორი ტიპის სამუშაო რეჟიმის არსებობა დისკრიმინაციულია და ამიტომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამოანათვალი უნდა გაუქმდეს, რაზეც ეტაპობრივი მუშაობა მიმდინარეობს. 

გაერთიანებაში იმასაც ამბობენ, სწორედ მათი ინიციატივის საფუძველზე შემცირდა სპეციფიკური სამუშაოს მქონე დარგების ჩამონათვალი. 

„პროფკავშირები ამ საკითხს დიდი ხანია აყენებდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში ორი ტიპის სამუშაო საათები იყოს, არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული 40 და 48-საათიანი რეჟიმები. ეს ყველაფერი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ დამსაქმებელმა ნაკლები თანხა გადაუხადოს დასაქმებულს და არ გადაიხადოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

ცუდი ანაზღაურების გამო ხალხი მიდის ქვეყნიდან, ადამიანები ეძებენ ახალ სამსახურს, პროფკავშირი მზად არის დამსაქმებელთან მხრიდან განიხილოს სპეციფიკა თუ სადმე ეს აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დიალოგის შედეგად, ასევე არსებობს დადგენილებაში მეოთხე პუნქტი, სადაც როგორც პროფკავშირებს ასავე დამსაქმებელს შეუძლიათ კონკრეტული პროფესიაში სადაც არ არის საჭირო 48-საათიანი სამუშაო, განვიხილოთ და სამუშაო კვირა 40 საათამდე შემცირდეს.

მზად ვართ დამსაქმებელთა პრობლემები ექმნებათ, ეს უნდა იყოს დასაქმებულების კიდევ უფრო გაზრდის, დასაქმების გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯები. ის ვინც წუწუნებს იმაზე, რომ არ უნდათ ზედმეტი ფულის გადახდა, სახელმწიფოს ინტერესი სულ სხვაა რომ აქ ადგილზე შეინარჩუნოს მოქალაქეები და ამ მოქალაქეების უფლებების ხარჯზე მოქმედებდეს ბიზნეს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი უნდა გაუქმდეს და კვირაში 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, ნებისმიერ სფეროში დამსაქმებელმა დასაქმებულზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება უნდა გასცეს. 

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი 26 დეკემბერს ამოქმედებული დადგენილების სპეციფიკური დარგების მქონე სამუშაოების შემცირების გადავადების წინააღმდეგია, რასაც ბიზნესი ითხოვს. 

„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებით ერთი წლით გადავადების, რადგან ამ დადგენილებას დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი დამსახურება, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურება და მთავრობის სწორად მიდგომიდან გამომდინარე. ეს არ იქნება ლოგიკური და წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი გასული წლის მიწურულს 26 დეკემბერს დაამტკიცა. მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის;

საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სპეციფიკური დარგებად არ ითვლებიან 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან
ეკა სეფაშვილი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა
გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება, რომ როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ კვლავ გააპროტესტეს
არქივი