პენტაგონი: ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 04 თებერვალი 2023, 00:18

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია.

„საჰაერო ბუშტი მანევრირებადია. ის აშკარად არღვევს აშშ-ის საჰაერო სივრცეს და ჩვენ კვლავ მივაწოდეთ ეს ფაქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბუშტი მეტეოროლოგური ხელსაწყოა, რომელიც კვლევისთვის გამოიყენება და რომელმაც კურსს გადაუხვია.

პენტაგონში ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბუშტი ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი აღნიშნული ინციდენტის გამო გადადო.

მთავრობამ მოამზადა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის „ეფ 22“, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს. საფრთხის შესაფასებლად, უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, მათ შორის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ შეხვედრა გამართეს.

თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ეს საკითხი ჩინელ ოფიციალურ პირებთან დააყენა, ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში და ასევე პეკინში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ჩინეთს უწოდა „ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, რომელიც ამჟამად აშშ-ს წინაშე დგას. საჰაერო ბურთის გამოჩენასთან დაკაშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი