შალვა პაპუაშვილი - დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, კვაზი პატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას, არავის მივცეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 07 მარტი 2023, 11:31

რაც შეეხება პროპაგანდას, ვის დავუჯეროთ და ვის არ დავუჯეროთ, რას დავუჯეროთ, დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება.

„ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანებს, როგორ იქნა შეცდომაში შეყვანილი პროგაპაგანდით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვნახეთ, სიმართლე რაც იყო, ვერ დამალეს. აქაც არის პროპაგანდა, თითქოს რუსულ კანონის ვიღებთ და ეს არ არის პირველი მოსმენა, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება, ამ ყველაფერს ხალხის ხომ ხედავს და დაინახავს. ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტიც, გასკდება და საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა და ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცეთ, ჩემ უკან ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი არის გამოსახული, არავის მივცემ უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი, პარალელები. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
არქივი