მამუკა მდინარაძე: „ფრანკლინის კლუბში“ მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 15 მარტი 2023, 15:40

„ფრანკლინის კლუბში“ მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „როდესაც უმრავლესობის წევრებმა ინფორმაცია გააჟღერეს „ფრანკლინის კლუბზე“, ხომ არ იყო ეს ბულინგი სკოლის მოსწავლებისა და ახალგაზრდების მიმართ“, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს მესიჯი პირველ რიგში იმათ მიმართ იყო, ვინც მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას.

„აქვე შემიძლია გითხრათ ერთი რაღაც - „ფრანკლინის კლუბში“ ბავშვები, სკოლის მოსწვალეები, სტუდენტები, არ მიდიან რაღაც მათთვის დამაზიანებელი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვსაუბრობთ ლექტორებზე, ტრენერებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ბავშვების ფსიქიკა დააზიანონ. აი ამას ვამბობ. ვინმემ რომ არ შეძლოს ამით სპეკულაციაც კი. არცერთ ბავშვს არ აქვს განზრახვაში, არცერთ ბავშვს არ უნდა და არცერთ მშობელს, რომ მიიყვანოს [შვილი] რაღაც ადგილას, რაღაც უნარების გასავითარებლად და რაღაც მისთვის უარყოფითი, დამაზიანებელი ინფორმაცია მიიღოს. მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადგილი, სადაც ბავშვის და მისი მშობლის ამ ბუნებრივი სურვილის გამორიცხვის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს და იმას კი არ ცდილობენ, რომ ცოდნა, სამშობლოს სიყვარული აუმაღლონ ამ ადამიანებს [ახალგაზრდებს], არამედ სხვა საკითხებით დააინტერესონ, რაც არ არის, მათ შორის, მორალურად ლეგიტიმური. მორალურად არალეგიტიმური საკითხებით ცდილობენ ახალგაზრდების ტვინის მოწამვლას. იმ ბავშვებზე, შემიძლია დაგიდასტუროთ, არავის აქვს წარმოდგენა, რომ მიდიან [ფრანკლინის კლუბში] იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან თავის ფსიქიკას. იქ თუ ვინმე [ლექტორი] ხვდება იმისათვის, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს, იმათ მიმართაა პირველ რიგში ეს მესიჯი“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება - თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი