საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემაში ბრალდებული დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 18 მარტი 2023, 19:39

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემაში ბრალდებული დააკავა. 

 გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამი გადასცა.

„სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება - თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი