გერმანიის იუსტიციის მინისტრი - გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 19 მარტი 2023, 16:44

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს.

როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.

“თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის დააკავოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს“, - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა დეკემბერში ღირსეულად ვიზეიმებთ
სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლები იმუქრებიან, რომ პარასკევიდან უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები უკრაინელი გადამზიდავების მხრიდან კონკურენციის შესაზღუდად
ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ოთარ შამუგია: თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება
არქივი