არსებობენ პარტიები, რომელთა ინტერესში არ შედის 12 რეკომენდაციის შესრულება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა დეპოლარიზაციაზე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 19 მარტი 2023, 20:07

9 აპრილის აქცია არის უნამუსობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გამოაცხადა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც 9 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ 9 აპრილი, იმ სიმბოლოდ გადააქციოს, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს.

„სადისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული ღირსების თემა გათელოს ფეხქვეშ და ეროვნული მოძრაობის მანტია მოისხას. აქ ხაბეიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, პაიკიც არ არის. ეროვნული მოძრაობის სიმბოლო 9 აპრილი უნდათ, რომ იმ სიმბოლოდ გადააქციონ, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს და აქციას ატარებს. გავიხსენოთ ყველა აქცია, რომელიც ჩატარდა და ვანო მერაბიშვილის ხელით იქნა დარბეული. ადამიანები მოკვდნენ, ახალგაზრდა ადამიანები და ჯანმრთელობის დაზიანება იმდენმა მიიღო, რომ დღემდე ვერ გამოსულან იმ მდგომარეობიდან... და ეს ადამიანი ამბობს, რომ ეროვნული სიმბოლო, 9 აპრილი უნდა მოირგოს, უნდა ჩამოიცვას თავზე, თუ მოიცვას მხრებზე ეს სიმბოლო და ამ სიმბოლოთი უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს, მის ინტერესებს და სტაბილურობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
არქივი