ირაკლი ბერაია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, ჯოზეფ ბილბოს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 28 მარტი 2023, 11:28

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მისი გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კომიტეტსა და ატაშეს ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორი ქვეყნის საერთო ღირებულებების დაცვისთვის, ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, ასევე რეგიონისა და მთლიანად ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება ჩვენს საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა
გიორგი ჩალაძე: როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?
ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
არქივი