სახალხო დამცველის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 01 აპრილი 2023, 00:30

სახალხო დამცველის აპარატი, მარტის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს.

ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.

"სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - წერს ომბუდსმენი ლევან იოსელიანი "ფეისბუქზე".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი