კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 01 აპრილი 2023, 10:54

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.

„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

პროექტის „ECO.Georgia“ დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი