შალვა ხაჭაპურიძე: სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ გადაწყვეტს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 01 აპრილი 2023, 11:32

სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე არ ვამზადებ სტრასბურგის საჩივარს. როგორც ვიცი, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს და მაცნობებს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე პატიმრის ოჯახსა და უფლებადაცველებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. გიული ალასანია ამტკიცებს, რომ სარჩელი მზად არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება გრძელდება
შეგნებული ტყუილი?! - რაში დასჭირდა გამოცემა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი